Wednesday, June 24, 2015
დღე პირველი
პირველ დღეს გავეცანით ტრენერს გიორგი არავიაშვილს. განვიხილეთ სახელმძღვანელო tpdc.ge/essentials, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა მასალა.გვაქვს სულ 8 მოდული:მოდული 1- პროექტებით სწავლება; მოდული 2- სასწავლო პროექტის დაგეგმვა; მოდული 3- კავშირები; მოდული 4-სასწავლო ნიმუშების შექმნა; მოდული 5-მოსწავლეთა პროექტების შეფასება; მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის; მოდული 7-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით; მოდული 8-სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება. განვიხილეთ სახელმძღვანელოს სტრუქტურა: როგორ გადავიდეთ სხვადასხვა აქტივობაზე. შევქმენით ელექტრონული ფოსტა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს ვეკონტაქტოთ. განვიხილეთ სახელმძღვანელოში არსებული პროექტის გეგმები და წარვადგინეთ ჩვენს აუდიტორიაში. მივიღეთ დავალება: პროექტის თემის მოფიქრება და მისი მოკლე შინაარსის დაწერა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ყოჩაღ ძალიან კარგია.
ReplyDelete