Monday, June 29, 2015

დღე მეოთხე

     კიდევ ერთი საინტერესო დღე, ამჯერად ვისწავლეთ ბუკლეტში სურათის ჩასმა INSERT მენიუში და გადავდივართ PICTURE ბრძანებაზე. შევდივართ ინტერნეტში მოვძებნით ცვენთვის სასურველ სურათს და ჩავსვავთ შესაბამის ადგილას.
     სურათის ჩასმისას სიმეტრიის შესამოწმებლად შევდივართ FILE და მერე გადავდივართ PRINT ბრძანებაზე.
   ვიმუშავეთ შეფასების დროში გაწელილ გეგმაზე. შევედითელექტრონულ სახელმძღვანელოში, მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში.განვიხილეთ დიაგრამა, შევედით ნაბიჯი 2-ის ზედა მარჯვენა მისამართზე(ვიცი) და შეფასების სტრატეგიები:  http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/
    გიორგის ბლოგზე მონაწილეების ბლოგში გავხსენით პედაგოგის პროექტი, გადავედით მის პორტფოლიოში და გავხსენით პროექტის პრეზენტაცია(პედაგოგის პრეზენტაცია). შესაბამისად დავალებად გვაქვს პროექტის დასრულება.

                                                                                                          29.06. 2015
                                                                                                          თ. ხმალაძე









 

Sunday, June 28, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი:

1.როგორ გადავარჩინოთ დედამიწა;

თემატური:

1. როგორ აისახება ბუნებრივი კატასტროფები დედამიწაზე;
2.როგორია ჩვენი პირადი როლი კატასტროფების/კატაკლიზმების პრევენციაში და შეჩერებაში?
3.შეიძლება ჩემი სახლის უკანა ეზოში ამოიფრქვეს ვულკანი?

შინაარსობრივი:

1.ახსენით საგანგებო სიტუაციის მიზეზები;
2.დაასახელეთ საგანგებო სიტუაციის სახეები და თავისებურებები;
3.რომელი სამი სხვადასხვა სახის ვულკანი არსებობს?
4.რის საფუძველზე ვრწმუნდებით, რომ ვულკანი მიძინებულია?
5.რომელი გარემოს დაცვითი პრობლემებია დღეს ჩვენს ქვეყანაში?

Friday, June 26, 2015

დღე მესამე

როგორც ყოველთვის დღესაც საინტერესოდ წარიმართა ჩვენი ტრენინგი.ვისწავლეთ გვერდების დამატება,რომელიც new page ხდება,დავიწყეთ ბუკლეტის აწყობა,შევქმენი გვერდი, სადაც ჩემს შესახებ იქნება ინფორმაცია.შევქმენით ასევე ფოტო ალბომის გვერდი, სადაც განვათავსებთ პროექტისთვის საჭირო სურათებს.პროექტისთვის ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
                                                                                დიდი მადლობა გიორგის

Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე

მეორე დღეს  ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, ვიმუშავეთ სტატიის დაგეგმვაზე, მის მნიშვნელობაზე, გამოქვეყნებაზე, დიზაინის შეცვლაზე. თანამშრომლების ბლოგზე დავწერეთ კომენტარები. მე გადავწყვიტე მოვამზადო სტატია მოსწავლეებისთვის და მიღებული ცოდნა განვახორციელო პრაქტიკაში.

დღე პირველი

პირველ დღეს გავეცანით ტრენერს გიორგი არავიაშვილს. განვიხილეთ სახელმძღვანელო tpdc.ge/essentials, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა მასალა.გვაქვს სულ 8 მოდული:მოდული 1- პროექტებით სწავლება; მოდული 2- სასწავლო პროექტის დაგეგმვა; მოდული 3- კავშირები; მოდული 4-სასწავლო ნიმუშების შექმნა; მოდული 5-მოსწავლეთა პროექტების შეფასება; მოდული 6-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის; მოდული 7-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით; მოდული 8-სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება. განვიხილეთ სახელმძღვანელოს სტრუქტურა: როგორ გადავიდეთ სხვადასხვა აქტივობაზე. შევქმენით ელექტრონული ფოსტა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთმანეთს ვეკონტაქტოთ. განვიხილეთ სახელმძღვანელოში არსებული პროექტის გეგმები და წარვადგინეთ ჩვენს აუდიტორიაში. მივიღეთ დავალება: პროექტის თემის მოფიქრება და მისი მოკლე შინაარსის დაწერა.