Sunday, July 12, 2015

დღე მეცხრე

      დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე.ჩვენ შევამოწმეთ ჩვენი დავალება,მერე გავეცანით მოდულ 7  მასალას და შევქმენით  პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეებისთვის.ასევე დავამთავრეთ პროექტის შაბლონის შევსება.
მეორე ნახევარში ტრენინგის ყველა მონაწილემ წარმოადგინა  საკუთარი პროექტის პრეზენტაცია.ყველა პრეზენტაცია მომეწონა .კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ყველა პედაგოგი ნიჭიერი ადამიანია .და კიდევ მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი ტრენერი საუკეთესო ტრენერია !
                    
                                                                                        თ. ხმალაძე

                                                                     

Wednesday, July 8, 2015

დღე მერვე

    დღეს განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულის აქტივობები,ასევე დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის გამოყენება პროექტში.
     დავალება მოგვცა, რომელიც სრულყოფილად უნდა წარვადგინოთ და მოვაწყოთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია ტრენინგის ბოლო დღეს.
    1.ბუკლეტის ჩექლისტი;
    2.ბუკლეტი;
    3.თემატური პრეზენტაცია;
    4.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი;
    5.პრეზენტაციის ჩექლისტი;
    6.პრეზენტაციის რუბრიკა;
    7.თემატური გეგმა.
                                                                         
                                                                        თ.ხმალძე

Monday, July 6, 2015

დღე მეშვიდე

            დღევანდელი დღე ძალინ სახალისო და ინფორმაციული იყო. განვიხილეთ მე-5 მოდულის აქტივობები, შეფასების რუბრიკა, შევისწავლეთ ელექტრონული შეფასების ფორმა.შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე- ვისწავლე ცხრილი, ასევე კითხვარიც, რომელიც გადავუგზავნეთ გიორგის. ვისწავლეთ გამოთვლის სქემა.
           დავალება:1.პრეზენტაციის ჩეკლისტის მეშვეობით შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი;  2.კოლაბორაციულ და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკების შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.
                                                                                              5.07.2015
                                                                                              თ. ხმალაძე









           

Friday, July 3, 2015

დღე მეექვსე

     დღეს საკმაოდ რთული და სააზროვნო დღე გვქონდა. შევქმენით პორტფოლიო და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. შევქმენით ახალი გვერდი niw page- დან. ახალი გვერდი რომ გამოჩნდეს შევდივართ lay out  და გადავდივართ გამოსულ ფანჯრებზე. ვისწავლეთ დრაივზე გადასვლა, შიგნით სურათების განთავსება, ფოსტიდან დრაივზე წერილის გადატანა.
      ჩემი დრაივიდან პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე(რომელიც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა),რათა სამიზნე აუდიტორიას  შეეძლოს მისი ნახვა.
      დავალება: სახელმძღვანელოს მე-4 მოდულის 1და 2 აქტივობას წავიკითხავთ, გადავდივართ გიორგის ბლოგზე და რესურსებში ვნახავთ მოსწავლის ნიმუშსს,შემდეგ ჩამოვტვირთავთ ჩეკლისტს და ჩამოვწერთ ჩვენი პროექტის შესაბამის კრიტერიუმებს, რომელიც მოსწავლის ნამუშევარს უნდა აკმაყოფილებდეს,ავტვირთავთ დრაივზე და ბლოგზე ავტომატურად განთავსდება.
       ცოტა რთულია მაგრამ საინტერესო.
                 მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის.
                                                                                         
                                                                                               3.07.2015
                                                                                               თ.ხმალაძე

Wednesday, July 1, 2015

დღე მეხუთე

  ვისწავლეთ პრეზენტაციის შექმნა, შევიტანეთ შიგნით ინფორმაცია, რომელსაც გამოვიყენებთ სამიზნე აუდიტორიასთვის წარსადგენად. ვისწავლეთ სლაიდების გაკეთება MICROSOFT POWER POINT PRESENTATION პროგრამაში, TRANSITIONS-სლაიდების ეფექტები,ტექსტური ველების ეფექტები-ANIMATIONS.
    განვიხილეთ მოდული 3-ის რესურსებში საავტორო უფლებების ქაოსი, სადაც განვიხილეთ, რომ ქოფირაით ნიშნის შემთხვევაში საავტორო უფლებები დაცულია და არ გვაქვს მისი გამოყენების უფლება.
    დავალება- სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსოთ საბაზისო უნარჩვევების და სასწავლო პროცედურების ველები.

                                                         მადლობა გიორგის საინტერესო ტრენინგისთვის
                                                                                   
                                                                                          1.07. 2015
                                                                                           თ. ხმალაძე